საზოგადოება
17 იანვარს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
17 იანვარს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.

„17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი ახალციხეშიც. დღისით მინუს 2, ხოლო ღამით მინუს 9 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.
| Print |