საზოგადოება
ახალციხეში მანველიშვილის ქუჩა გადაკეტილია
ქალაქ ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე ავტომობილებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.  ტერიტორია წყლით არის დატბორილი. ქუჩაზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებმა ასფალტის საფარი გაჭრეს და მიწისქვეშა სამუშოებს ასრულებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მანველიშვილის ქუჩაზე, მიწის ქვეშ, სასმელი წყლის მილია დაზიანებული.

„წყლის ფარული ჟონვაა. ჩვენი სპეციალისტები უახლოვდებიან დაზიანების ადგილს, აღმოფხვრიან და გაუშვებენ წყალს“ - განაცხადა რეგიონის ფილიალის მენეჯერმა.

ბესიკ ფილაურის თქმით, ქუჩაზე ავტომობილებისთვის მოძრაობა დღესვე აღდგება. სასმელ წყალს კი აბონენტები დაზიანებული მილის შეკეთებისთანავე მიიღებენ. 
| Print |