საზოგადოება
საფრთხედქცეული პარკი
ახალციხის ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონების ტერიტორია გაყინულია.

TV9NEWS.GE – ს ადგილობრივები დაუკავშირდნენ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება თხოვეს.

,,რა თქმა უნდა, ბავშებისთვის საშიშია, დაისვრებიან და შეიძლება რამეც მოიტეხონ“ - აღნიშნავს ადგილობრივი მაცხოვრებელი.


ქრისტინე ხოცანიანის თქმით, გაყინული ტერიტორია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
ატრაქციონებთან ერთად მოყინულია პანდუსის ადგილიც, სადაც გადაადგილება შეუძლებელია.



შეგახსნებთ, რომ ახალციხის მასშტაბით მარილის მოყრას ქუჩებში შპს ,,კეთილმოწყობა“, ხოლო მუნიციპალიტეტებში შპს ,,ოცხე“ უზრუნველყოფს.

შპს ,,კეთილმოწყობის“ სამსახურის წამორმადგენელი კობა კურტანიძე აცხადებს, რომ იანვრის თვეში, პარკში, ატრაქციონებთან ტექნიკური მარილის დაყრა იგეგმება. ,,ყინვები გახშირდა და ქვეფენილი ისევ მოიყინა, თუმცა მზად ვართ მარილი კიდევ მოვაყაროთ“ - ამბობს კობა კურტანიძე.

| Print |