საზოგადოება
რამაზ ნოზაძეს მოგებული ავტომობილი არ გადასცეს
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ „კრისტალბეთის“ გათამაშებაში მოგებული TOYOTA prado ვერ მიიღო.
კომპანიამ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაუსახელა.

ახალგაზრდა მამაკაცი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ გათამაშებიდან რამდენიმე დღეში კომპანიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მოგებული ავტომობილი მას არ ეკუთვნოდა.

„დოლურიდან ამოღებულ ბილეთში ჩემი მობილურის ნომერი იყო მითითებული, ID ნომერი კი სხვას ეკუთვნოდა. როგორც ამიხსნეს, ჩემი მობილურის ნომერი შეცდომით მოხვდა ბილეთში. გვქონდა ბევრი კონსულტაცია იურისტებთან და შეხვედრები კომპანიის ადმინისტრაციასთან. გაირკვა, რომ იურიდიულად ავტომობილი ეკუთვნოდა ID-ს პატრონს. მე "კრისტალბეთში" რეგისტრაცია გავლილი მაქვს, მაგრამ ბოლოს ორი წლის წინ ვითამაშე“ - თქვა რამაზ ნოზაძემ.

28 წლის ახალციხელმა მამკაცმა მორალური ზიანისთვის კომპენსაცია მიიღო.

რამაზ ნოზაძემ 2018 წლის LAND CRUISER-ი პირდაპირ ეთერში, 15 დეკემბერს მოიგო.
| Print |