საზოგადოება
ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ნინოწმინდაში მოყინული გზის გამო 4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს.


ნინოწმინდა-სათხას გზაზე მომხდარი შემთხვევის გამო, ორი NIVA -ს და ორი ოპელი-ს მარკის ტიპის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მედიკოსების ინფორმაციით, დაზარალებულებს აქვთ მოტეხილობები და სხვადასხვა სახის ტრამვები.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო მოხდა. ამჟამად, ნინოწმინდა-სათხის გზა დაკეტილია.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ 276-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ,,მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას"(იწვევს როგორც ნაკლებად სერიოზულ და სერიოზულ ზიანს ჯანმრთელობას, ასევე მნიშვნელოვან ზიანს )
| Print |