გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ადიგენში, ბაკურიანში, ასპინძასა და ახალაქლაქში დენი გაითიშება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:15-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენში ზაზაშვილის, ბალახაშვილის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი, ჩორჩანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ ბაკურიანში აღმაშენებლის ქუჩაზე, ლაგირის და ანდეზიტის მიმდებარე ტერიტორიასთან.
13:00-დან 14:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, ტოლოში, სარო.
13:00-დან 17:00 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, ჩარენცის და მიმდებარე ქუჩებზე, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, სოფლებში ხულგუმო, ხოსპიო, ტავშანკა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.