საზოგადოება
ახალციხეში ყინვები გრძელდება
საქართველოში დღეს დღის საათებში გამოიდარებს, 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია.

დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში).

თბილისში დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება ახალციხეს, 22 იანვრის ჩათვლით ღამით მინუს 5-დან მინუს 9 გრადუსამდე ყინვებია ნავარაუდევი. დღისით კი 3-დან 5 გრადუსამდე გათბება.
| Print |