საზოგადოება
„მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი“ - ნინო ზამბახიძე
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალციხეში მეურნეობას ყიდის. ამის შესახებ ნინო ზამბახიძემ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. 

"აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით ეხლა მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი!

8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო, მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი.

დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ ძროხები ბრუცელოზით დაავადდა რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ!

ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე ფაქტიურად , რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი ამას ყველაფერს ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ჰო კიდევ ეს კომპანია ჩემი ,რომ არ ყოფილიყო ამ ამბებს ფერმერთა ასოციაცია ასე არ დატოვებდა ეხლა ინტერესთა კონფლიქტია.

P. S რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას კიდევ უფრო გავაძლიერებ მერწმუნეთ!
| Print |