საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ასპინძაში, ბორჯომსა და აბასთუმანში დენი გაითიშება.


გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოშორა, ოთა.
13:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბასთუმანში ფალიაშვილის, ასათიანის, რუსთაველის ქუჩებს.

16:00-დან 18:00 საათამდე გამოირთვება ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შანიძის, შრომის ქუჩები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |