საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ასპინძის სოფელ აწყვიტასა და დაბა აბასთუმანში დენი გაითიშება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტაში, 14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |