საზოგადოება
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრას რეგიონის 66 მშენებელი კომპანიის წარმოადგენელი და სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნუციპალიტეტის მერი ესწრებოდა.
შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

აგრეთვე ის სატენდერო პროექტები განიხილეს, რისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

წლის ბოლომდე რეგიონში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების აშენება/რეაბილიტაციას მოხმარდება.

მშენებლები მთავარ პრობლემად პროექტების ბუნდოვანებას ასახელებენ.

| Print |