საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში დენი გაითიშება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 12:00-დან 16:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელბში ყვიბისი, ახალდაბა, ზანავი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ბოლაჯური და არალი.

12:15-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში და ახალქალაქის რაიონის სოფლებში აზავრეთი, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |