საზოგადოება
ვალენტინობა - შეყვარებულთა დღესასწაული
ლუბა ნათენაძე მეუღლესთან ერთად ვალენტინობას ყოველ წელს აღნიშნავს. 70 წლის იური მოდებაძე მეუღლის გახარებას ყავილებით ცდილობს. ,,თუ ყვავილები არ გვაქვს ერთმანეთს კოცნით ვულოცავთ“ - ამბობს ლუბა ინასარიძე.

მოხუცი მეუღლეებისგან განსხვავებით, სიყვარულის დღეს არ აღნიშნავს მსახიობი ლექსო ჩემია. მისი აზრით, თუ ადამიანი გიყვარს ყოველი დღე სიყვარულისაა. თუმცა მას შემდეგ, რაც ვალენტინობას შვილი შეეძინათ ამ დღემ სულ სხვა დატვირთვა მიიღო. ,,შვილს დაბადების დღეს ვუხდით და ესაა ჩვენი ვალენტინობა“ ამბობს ლექსო ჩემია.



წმინდა ვალენტინის დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთოხვენ ან ქორწინდებიან.

ამ დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო და მას მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობდა. ახლა მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღე 1969 წლის 19 ივლისია. საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს.

მიუხედავად ამისა, ადიგენის რაიონის კათოლიკური სამრევლოების წინამძღვარი და მესხეთის დეკანოზი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი ამბობს, რომ ,,წმინდა ვალენტი ეპილეფსიით დაავადებულების მკურნალი წმინდანიცაა. რადგან შეყვარებულების მფარველია, ისინი ხშირად ეპილეფსიით დაავადებულებს ემსგავსებიან“- ამბობს მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.

ვალენტინობას, როგორც რელიგიურ დღესასწაულს არც სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს. ,,ახალგაზრდები 14 თებერვალს, როგორ საერთშორისო დღეს ისე უერთდებიან. ვალენტინობა საეკლესიო დღესასწაული არაა“ - განმარტავს სომხური სამოციქულო ეკლესიის ბერი, ჰაკობ საჰაკიანი.

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 14 თებერვალს ვალენტინობას არ აღნიშნავენ მართლმადიდებლურ ტაძრებში, თუმცა ის ფაქტი, რომ ,,შეყვარებულთა დღე“ საქართველოში სახალხო დღედ იქცა, ინფორმაციის ნაკლებობაზე მიანიშნებს, მიაჩნია მღვდელ ნიკოლოზ აბრამაშვილს. ,,ერთხელ ჩემმა მრევლმა დამირეკა და ვალენტინობა მომილოცა. ალბათ არ იცოდა, რომ მართლმადიდებლური ტაძარი ამ დღეს არ აღვნიშნავთ. ეს უფრო ინფორმაციული ვაკუუმის გამო ხდება, უმეტეს შემთხევაში, ვინც იცის ერთმანეთს ვალენტინობას არც კი ულოცავენ“ - ამბობს მღვდელი ნიკოლოზ აბრამაშვილი.

მიუხედავად სასულიერო პირების განცხადებებისა, ახალგაზრდები მაინც ცდილობენ ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და ერთმანეთს საჩუქრები აჩუქონ.



14 თებერვლის რომანტიკულ სიყვარულთან ასოცირებას სათავე ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს დაუდო. ვალენტინობა, ანუ შეყვარებულების დღესასწაული, 14 თებერვალს აღინიშნება. როგორც წესი, ამ დღეს შეყვარებულები ერთად ატარებენ, ერთმანეთს მისალოც ღია ბარათებს ,,ვალენტინებს“ უგზავნიან და ყვავილებს ჩუქნიან.

| Print |