საზოგადოება
ახალციხის მერია 19 სათვალთვალო კამერას ყიდულობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამატებითი კამერები დამონტაჟდება. მერიამ გარე გამოყენების ზოგადი ხედვის კამერების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კამერები შსს-ს ერთიანი ოპერაციის ცენტრში ჩაერთვება, თუმცა მისი ჩანაწერებით ავტომობილების დაჯარიმება არ მოხდება. 

მერია კამერებს უსაფრთხოების მიზნით, ცენტრალურ გზაზე დაამონტაჟებს. 

19 კამერის სრული კომპლექტის შესაძებად 34 800 ლარია გათვალისწინებული.

შეძენილი კამერების განთავსების სავარაუდო ლოკაციებია აწყურისა და წნისის ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ქალაქ ახალციხისა და საბარგო სადგურის დასახლების მიმდებარე ტერიტორია.

ტენდერი სულ ორ დღეს გასტანს. წინადადებების მიღება 20 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.
| Print |