Error
საზოგადოება
ახალციხელი გიდები თბილისში გამართულ აქციას შეუერთდნენ
თბილისში გამართულ აქციას ახალციხის ციხის გიდებიც უერთდებიან.
,,ძალა ერთობაშია“ აქციის ორგანიზატორი გიდების ასოციაციაა. საპროტესტო გამოსვლა თბილისში იმართება და გიდები რუსეთის პროპანგანდას აპროტესტებენ.

,,რუქაზე ოკუპირებული ტერიტორიები ამოჭრილია და საქართველოს ტერიტორია დამახინჯებულია, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“ - ამბობენ გიდები.



სამცხე-ჯავახეთიდან გიორგი ბერჯავახი თბილისში იმყოფება.

,,თავი ვალდებულად ჩავთალე ყველაფერი გადამედო და აქ წამოვსულიყავი. გიდი, ტურისტი, მოხალისე, თავგადასავლის მოყვარული ყველა ვალდებულია აღიაროს ქართული ტერიტორიის მთლიანობა. აღიაროს როგორც ტურისტული სივცრე აგრეთცე პოლიტიკური სივცრე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განუყოფელი ნაწილი“ - ამბობს გიორგი ბერჯავახი.



აქციის მონაწილეები აპოლიტიკურები არიან და ტურისტულ სივცრეს აპროტესტებენ.



მათი მიზანი ქართული ტურისტული ღირსების შენარჩუნებაა.

| Print |