საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხის და ბორჯომის სოფლებში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდე და წნისი.

12:00-დან 15:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკირე, დვირი, ტაძრისი, დგვარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |