Error
საზოგადოება
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ახალციხის ოფისში შეხვედრა პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" შესახებ ჩატარდა.
ევროპის საბჭოს ოფისი პროექტს სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ახორციელებს და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ.

შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მართავდნენ.
პროექტი 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

| Print |