საზოგადოება
ახალციხის მერიამ ლიფტების შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის #2–ში მდებარე რვასართულიან კორპუსში სამი ლიფტის დასამონტაჟებლად, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი 166 201 ლარად უნდა უზრუნველყოს. წინადადებების მიღება რვა მარტს დაიწყება და 11-ში დასრულდება.

ახალციხის მერიამ ლიფტების დასამონტაჟებლად ტენდერი თავდაპირველად 2018 წლის 24 სექტემბერს, 125 895 ლარზე გამოაცხადა, თუმცა არ შედგა. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 40 000 ლარით გაზარდა.

თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამი ლიფტი მწყობრიდან წლების წინ გამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია. კორპუსის მოსახლეობამ ლიფტების აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
| Print |