ეროვნული იდენტობის განცდა მოქალაქეებში - ახალციხეში საზოგადოების განწყობა გამოიკვლიეს
19:10 / 06.03.2019
ახალციხეში ეროვნული ნარატივის თემაზე ფოკუს ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საზოგადოების წარმომადგენლებმა სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ ქალაქში ტარდება. პასუხებს სოციოლოგები სიღრმისეულად დაამუშავებენ და ანალიტიკურ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.
ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. ფოკუს ჯგუფი მომავალში კიდევ გაიმართება. ამით სოციოლოგები გაზომავენ ცვლილებას, შეიცვალა თუ არა იდენტობის განცდა მოქალაქეებში.