მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები გრძელდება
16:59 / 11.03.2019
ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს.
სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება.
ნათია იორდანიშვილმა მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მისი განცხადებით სანიტარული ჭრების დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება, რის შემდეგაც, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლად იქნება შესამჩნევი.
მბეჭდავ-ქერქიჭამისათან საბრძოლველად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში ხდება მავნებლის შეგროვება და განადგურება.
სატყეო სააგენტო აცხადებს,რომ აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.