საზოგადოება
ხანძარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობას ცეცხლი უკიდია. ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა.

ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე მდებარე შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.

"არავინ დავშავებულვართ, ყველა გარეთ ვართ, მშვიდობიანად" - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი თამარ მეფარიშვილი.

"შენობის აივანზე ხის მასალა და პლასტმასი იწვის, საერთო ფართობის და გამომწვევი მიზეზების თქმა, ამ ეტაპზე რთულია. მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ და ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა.


| Print |