საზოგადოება
ახალციხეში აივნებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.



ამ ეტაპზე ექვსი კორპუსის ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ოთხზე ტენდერია გამოცხადებული, ორი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კი უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
| Print |