Error
საზოგადოება
სოფელ ზიკილიაში დაბინძურებული სასმელი წყლის გამო ჩივიან
სოფელ ზიკილიაში ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს.
ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს სასმელი წყალი იმღვრევა და დასალევად უვარგისი ხდება.

გაუფილტრავ წყალს თევზი, მიწა და ტალახი მოჰყვება. სასმელი წყლის არხი სოფელ ზიკილიის მაცხოვრებლებმა თავად გააკეთეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 51-მა ადგილობრივმა ხმა სანიაღვრე არხის მოწყობას დაუჭირა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საკითხის დეტალების განხილვა მომავალ კვირას იგეგმება.

სოფლის რწმუნებულის გრიგოლ ღამბაშიძის თქმით, სოფელში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობს.


| Print |