საზოგადოება
ტაქსებს ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ დაევალათ
ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერება წელიწადში ორჯერ არის სავალდებულო. აქამდე არსებული ნორმა მძღოლებს აღნიშნული პროცედურის გავლას მხოლოდ ერთხელ ავალდებულებდა. ცვლილება ძალაში 6 მარტს შევიდა.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ცვლილებით სახელმწიფომ ტაქსები სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრა

"იმის გამო, რომ ეს ტრანსპორტიც, ტაქსიც, ემსახურება მოქალაქეებს, გადაჰყავს მგზავრები და მთელი დღის განმავლობაში, ხანდახან, რამდენიმე საათის მანძილზე უწყვეტადაც გადაადგილდება, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, ასევე დაექვემდებარება ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ. [ასე] ისინი გაუთანაბრდნენ სხვა სამგზავრო ტრანსპორტს”, – აღნიშნავს შალვა ურიადმყოფელი.

ერთჯერადი ტექნიკური დათვალიერება 60 ლარი ღირს. შესაბამისად, ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსის მძღოლებს წელიწადში 120 ლარის გადახდა მოუწევთ.
| Print |