საზოგადოება
საქსტატმა საარსებო მინიმუმად 179 ლარი გამოთვალა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თებერვლის თვის საარსებო მინიმუმი გამოთვალა. მათი გათვლებით, ერთ ადამიანს თვეში თავის გატანა 179,1 ლარად შეუძლია.

იანვარში ეს ციფრი 50 თეთრით ნაკლები - 178,6 ლარი იყო. საქსტატის ინფორმაციით, ორსულიან ოჯახს არსებობისთვის 253,9 ლარი სჭირდება, სამსულიანს 285,6 ლარი, ოთხსულიანს 317.3 ლარი, ხუთსულიანს 357 ლარი ექვს და მეტსულიანს კი 422.1 ლარი.

საქსტატი 2004 წლიდან საარსებო მინიმუმს ანგარიშობს სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

საარსებო მინიმუმზე „მეცხრე არხმა“ მასალა გასულ თვეში მოამზადა.
| Print |