საზოგადოება
ახალგაზრდებმა სლესის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა. 17 ახალგაზრდამ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და რეინჯერებთან ერთად, სლესის ციხის და ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდა.

დასუფთავების აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" და ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით, დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა (FID) ფარგლებში განხორციელდა.


| Print |