გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხის და ადიგენის სოფლებში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, ტყემლანა, თისელი.
11:00-დან 18:00 საათამდე სოფელ არალს, ხოლო 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს აწყურში.
11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დერცელი, კიკიბო, დიდი სმადა, გომარო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.