საზოგადოება
ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს
ახალციხეში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნეს.

ქალაქის ცენტრალურ პარკში ბავშვების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მსურველებს სახე მოუხატეს.



მოზარდებს მერიის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა შეეძლოთ.

ღონისძიებაში ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ა/ო ,,თანადგომა შვილებისთვის“ და ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობდა.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუნის სინდრომის მქონე ხუთ მოზარდს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. 21 ქრომოსომას, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას აღწერს.


| Print |