საზოგადოება
დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეზღუდულია ჯავახეთსა და კობის მონაკვეთზე
დიდთოვლობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის, ასევე, 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა.

მოძრაობა შეზღუდული ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გაგზე, თურქეთის რესპუბლიკის საზღვართანაა.

ზვავსაშიშროების და ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |