ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების - ძლიერი ქარისა და ნამქერის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.