საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი.

13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, მიასნიკიანის, აგამალიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |