საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში დ. აღმაშენებლის, ჭონქაძის, აბასთუმნის, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე.

14:00-დან 18:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელს.

13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შანიძის, შრომის ქუჩებზე.

12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს დამალა, ოშორა, რუსთავი.

14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძაში რუსთაველის, მესხეთის, ჯავახიშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ძველი, ჭობარეთი, ორგორა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებს.

16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძაში ვარძიის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ხიზაბავრა, ჩიხორიში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |