საზოგადოება
გოჩა ნათენაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ასოციაცია „ტოლერანტის“ მენეჯერის გოჩა ნათენაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას ძვირადღირებული ოპერაცია - ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. გოჩა ნათენაძე ამჟამად მკურნალობას კლინიკაში გადის. 

ამის შესახებ ფეისბუქზე მისმა შვილმა, მეღვინე გიორგი ნათენაძემ დაწერა.

„არ მეგონა ასე საჯაროდ ოდესმე, თუ დავწერდი მსგავს თხოვნას.

სამწუხაროდ, მამაჩემის, გოჩა ნათენაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, მას სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, რაც მოგეხსენებათ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოპერაცია სასწრაფოა და მისი გადადება არ შეიძლება.

გოჩა ახლა "ნიუ ჰოსპიტალში" გადის მკურნალობის კურსს, მანამდე თურქეთის კლინიკაში მოგვიწია სასწრაფო მკურნალობა, რომ მისი მდგომარეობა მცირედით მაინც გაუმჯობესებულიყო. 3 მარტიდან უკვე 4 კლინიკა გამოვიცვალეთ, ჩვენი თანხებით მაქსიმალური გავაკეთეთ, საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგაც. ოპერაცია აუცილებლად უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში ისეთი სირთულის ოპერაცია, როგორიც გოჩას სჭირდება არ კეთდება, ეს არ არის სტანდარტული გადანერგვის ოპერაცია, რაც უფრო მეტად აძვირებს ოპერაციის ხარჯებს.

ვინც მე მიცნობს და პატივს მცემს იმასაც გეტყვით რომ ჩემი მიღწევები და საქმიანობა ზუსტად მამაჩემის დიდი ღვაწლი და დამსახურებაა, ჩათვალეთ რომ ეს ოპერაცია მე მჭირდება და მე მეხმარებით. ვინც გოჩას იცნობს, მას არ სჭირდება შეხსენება მისი ისტორიის და განვლილი ცხოვრების შესახებ, მან მთელი ცხოვრება თავის ხალხს მიუძღვნა და ახლა თვითონ პირველად სჭირდება თქვენი დახმარება.

თან ვურთავ ანგარიშის ნომერს, დანიშნულებაში შეგიძლიათ ჩაწეროთ გოჩა ნათენაძის დასახმარებლად. თუ ვინმეს დახმარების სურვილი და საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა.

მადლობას გიხდით წინასწარ, როგორც მატერიალური ისე მორალური თანადგომისთვის"


ლარის ანგარიში:
მიმღები ბანკი "საქართველოს ბანკი",
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ნათენაძე გიორგი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE22BG0000000345974000
| Print |
თეგები: გოჩ ნათენაძე /