საზოგადოება
„ოჯახში ძალადობის ფორმებიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სჭარბობს“ - შეხვედრა ახალციხეში

ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე იმსჯელეს ახალციხეში.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა და მას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საკანონმდებლო სიახლეებზე, ქალთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ქეთევან აბულაშვილის თქმით, გამოწვევად რჩება ადრეული ქორწინება, ძალადობის გამოვლენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

შსს-ს კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ფორმებიდან გამოვლენით სჭარბობს ფსიქოლოგიური ძალადობა (49%), ფიზიკური ძალადობა (25%), იძულება (25%), ეკონომიკური ძალადობა (19%), უგულვებელყოფა (19%), სექსუალური ძალადობა (2%).

| Print |