საზოგადოება
ევროკავშირის ელჩი ახალციხეს ესტუმრა
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდა.
27 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიკოლოზ რთველიაშვილი - ელჩი დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი და ბექა ზარანდია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი ესტუმრნენ.

მომხსნეებლებმა ახალგაზრდებს გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

28 მარტს შეხვედა დაბა ასპინძაშიც გაიმართება.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.


| Print |