საზოგადოება
„სოცმუშაკებს ხელმოწერა ხელახლა შეეძლოთ, მაგრამ აღარ გაიფიცნენ“ - ორგანიზატორი

სამცხე-ჯავახეთში ერთი დღით გაფიცულ ექვს სოციალურ მუშაკს შეეძლო, რომ კოლეგებს მოგვიანებით შეერთებოდნენ, თუმცა სამსახურში დაბრუნდნენ.

საინიციატივო ჯგუფი „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“, მიმდინარე პროცესების ორგანიზატორია.

„შესაძლებელი იყო, რომ ხელახლა მოეწერათ ხელი და გაფიცულ სოცმუშაკებს შეერთებოდნენ, მაგრამ სამი დღით ადრე უნდა აცნობო სააგენტოს. ანუ ხელი რომ ხელახლა მოეწერათ სამშაბათს, პარასკევამდე ვერ გაიფიცებოდნენ“, - ამბობენ ორგანიზატორები.

სად და როგორ დაიკარგა ექვსი სოცმუშაკის ხელმოწერა, რომელიც მათთან ვერ მივიდა - ზუსტი პასუხი არ აქვთ.

„გაურკვევლობა მოხდა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ დაიკარგა ხელმოწერები. მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე დროში ხდებოდა ხელმოწერების შეგროვება და შესაძლოა გზაში დაიკარგა, ვერ მოვიდა ადრესატამდე. კიდევ ერთ რეგიონს ჰქონდა ასეთი შემთხვევა, დაგვიანდა ხელმოწერების გამოგზავნა და სოცმუშაკები იძულებულები გახდნენ, რომ სამსახურში გასულიყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით 25 მასრტიდან გაიფიცნენ. მათ შეუერთდა სამცხე-ჯავახეთის ექვსი სოცმუშაკი, თუმცა იმის გამო, რომ ხელმოწერები დაიკარგა, იძულებულები გახდნენ სამსაურში დაბრუნებულიყვნენ.

 

| Print |