საზოგადოება
3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
თოვლჭყაპი, ქარი და წვიმა - 3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ, 31 მარტს უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20–25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობში 15–20 გრადუსი, ხოლო სანაპირო რაიონებში – 7–12 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგან თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალმთაში – ქარბუქი. ბარში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო გორი–სურამის მონაკვეთზე – 17–22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა დღისით ბარში 6–11 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ხვალ ასევე ღუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით – მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა კი 7 გრადუსი.

1 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსის ფარგლებში იქნება; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 8–13 გრადუსი;

თბილისში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი.

2 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, მთაში ღამით – თოვლი;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისშიც, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება.

დღისით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 7–12 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9–14 გრადუსი; ხოლო თბილისში – 11 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 3 აპრილიდან გამოიდარებს.
| Print |