საზოგადოება
ბორჯომში სუვენირები პუტინის გამოსახულებით იყიდება

ბორჯომის ცენტრალურ პარკთან სუვენირები იყიდება, რომელზეც ვლადიმერ პუტინია გამოსახული.

"ჩემთვის ჩუმად ვსვამ ბორჯომს" - წერია ფოტოზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ბორჯომის პარკის ფონზეა გამოსახული.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

"ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით, სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა თქო, იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან, არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული გათვლააო",
- წერს ფეისბუქში ანა მაცაბერიძე.

 

| Print |