საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ახალციხეში, ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება.



გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, ახალქალაქის გზატკეცილზე, სოფელ ღრელსა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომში ერეკლეს, თორის, კოსტავას, რობაქიძის და მიმდეარე ქუჩებზე.

11:00-დან 17:00 საათამდე - მომხმარებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო. 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში - სოფლებში არაგვა, ბუღაშენი, ტრკნა, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს ნინოწმინდაში თავისუფლების, სპანდარიანის, წერეთლის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

| Print |