საზოგადოება
ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის და სამუშაოების მონიტორინგის მომსახურებაზე, სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 272 950 ლარია. ელექტრონული ტენდერი ორ აპრილს გამოაცხადდა, წინადადებების მიღება 12 აპრილს იწყება და 15 აპრილს მთავრდება.

ტერიტორია, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს, ასპინძის ქუჩა #44 მდებარეობს და 10 257 კვ.მ. მოიცავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტული კომპლექსის შენობის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, სადაც უნდა დამონტაჟდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადინისტრაციის შენობა და პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის. ასევე კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო დარბაზი.

დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე.

 

| Print |