საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ადიგენსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.

12:00-დან 14:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს უდე, ვარხანი, ქვემო ენთელი, ხევაშენი, კახარეთი და მიმდებარე სოფლებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |