საზოგადოება
"ნუ მოჭრი ბზას" - გარემოს დაცვის სამინისტრომ კამპანია დაიწყო
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ სამინისტროში.

კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის მიზეზი, სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა.
| Print |