საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, საფარა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთე ახალციხეში ზარზმელის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი სმადა, ჩორჩანი, ჭელა, არზნე, ზანავი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |