საზოგადოება
,,ერთად შევძლებთ" ფონდმა პირველი აქცია გამართა
საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევძლებთ" ბარბარეს (ვანდას) დასახმარებლად გაერთიანდა. ფონდმა, ბარბარეს სიცოცხლეში თანხის შეგროვება ვერ მოასწრო, ბარბარე სიმსივნით გარდაიცვალა, სამი შვილი კი დედის გარეშე დარჩა.
ფონდმა პირველი შეგროვილი თანხით პატარებს გაზქურა, პურის საცხობი და ტკბილეული გადასცა, ასევე იმპროვიზებული სანახაობა მოუწყო.

21 აპრილს მამა პანტელეიმონის მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად ადგილობრივ კერძო და იურიდიულ პირებთან ერთად ფონდს გვერდით დაუდგა ახალციხიდან წასული ემიგრანტი.



“ჩვენი მიზანი იყო, მამა პანტელეიმონის ოჯახს დავხმარებოდით, რადგან ფონდის დაარსების მიზეზი მამაოს მეუღლის ბარბარეს ავადმყოფობასთან ბრძოლის შესაგროვებელი თანხა იყო. ჩვენ მათ საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადავეცით. რა თქმა უნდა, საქველმოქმედო აქციების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ” - ამბობს საქველმოქმედო ფონდი “ერთად შევძლებთ ” თავმჯდომარე ბიძინა (ბიბი) გოგოლაძე.


| Print |