საზოგადოება
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ეს დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. ამ დღეს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა. მას შემდეგ ამ ღონისძიებას ყოველწლიურად უერთდება არაერთი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.
| Print |