საზოგადოება
როგორ ამზადებენ ყველს ადიგენში?
ამ ყველს დამწიფება არ სჭირდება. მომზადებიდან რამდენიმე საათში მზად იქნება. გამოიყენეთ პასტერიზებული რძე და 20%-ის და ზემოთ ცხიმიანობის არაჟანი.

ინგრედიენტები:

  • რძე 1 ლ

  • არაჟანი 200 გ

  • კვერცხი 3 ც

  • მარილი 1-1,5 ჩ/კ

მომზადება:

  1. რძე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და დადგით ცეცხლზე.

  2. ცალკე ჭურჭელში მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.

  3. როგორც კი რძე ადუღდება, დაუწიეთ ალს მინიმუმამდე, ჩაასხით ქვაბში კვერცხიან-არაჟნიანი მასა.

  4. გააჩერეთ 5-8 წთ. როდესაც წვენი განცალკევდება, გადაიტანეთ აჭრილი მასა საწურზე, რომელზეც ორმაგი მარლა იქნება ჩაფენილი.

  5. დააცადეთ, ზედმეტი წვენი დაიწრიტოს.

  6. მოუკარით მარლის პირებს თავი და საწურს რამე მძიმე დააფარეთ.

  7. დადგით მთელი ღამე. მზა ყველი შედეთ მაცივარში.
| Print |