საზოგადოება
,,აღიარე" - სომეხი მოსახლეობა თურქეთის ხელისუფლებას გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს
სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, ყოველი წლის 24 აპრილს, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა, 1915 წელი იხსენებს.

ადგილობრივები, ტრადიციულად „ქვის ჯვართან“ იკრიბებიან და თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ მოუწოდებენ.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის განადგურება, 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე მთელს მსოფლიოში გაიფანტა.

მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა. აღიარეთ – ამ შეძახილებით აღნიშნეს ახალციხეში სომეხთა გენოციდის 104–ე წლისთავი.



მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, ფეხით მსვლელობა მოაწყო და 1915 წლის 24 აპრილი გაიხსენა. სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელ მსოფლიოში გაიფანტა. მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

| Print |