საზოგადოება
ახალციხეში ტურისტული სეზონი დაიწყო
,,ახალციხეს ტურისტები ხშირად სტურმობენ, ამიტომ აუცილებელია გარემო შესაბამისი დავახვედროთ“ - ამბობს ახალციხის მაცხოვრებელი ხატია მერაბიშვილი.

ახალციხელების აზრით, ტურისტებისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, პირველ ეტაპზე ინფრასატრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილებას მოწესრიგებაა საჭირო.



,,ქალაქში მოსაწესრიგებული გზებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. იმედია ახალ დაგებულ გზაზე ქვეითთა გადასასვლელებს მალე დახაზავენ და ჩვენი ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს“ - იმედოვნებს შალვა ტაბატაძე.

ქალაქში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება ქვეითთა გადაშლილი გადასასვლელები, მხოლოდ ცენტრალურ პარკში განთავსებული ქალაქის რუკა და ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ტურისტული ობიექტების მიმანიშნებლები.



კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ახალციხეში საუბრობენ ქალაქში მოუწესრიგებელი სველი წერტილებია. ზაზა ნათენაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ქალაქში ტურისტი ნაკლებად ჩამოვა.



,,ქალაქში კომფორტული საზოგადოებრივი საპირფარეშოების არსებობა აუცილებელია, არა მარტო ტურისტისთვის, ახალციხელებისთვისაც“ - ამბობს ზაზა ნათენაძე.



საზოგადოებრივი საპირფარეშოების მდგომარეობისა და რაოდენობის შესახებ ახალციხის მერიაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ამბობენ, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოები ყველა ტურისტულ მარშრუტთან არის განთავსებული.

,,ქალაქის მასშტაბით ეს პრობლემა სრულად დაძლეულია, ახალციხეში საპირფარეშოები განთავსებულია - ტბაზე, რაბათის შესასვლელთან (ხიდს იქით), ორი ახალციხის ციხეზე, ასევე ძველ და ახალ ბაზართან, სავაჭრო ცენტრსა და ცენტრალურ პარკში. საზოგადოებრივი საპირფარეშოები ფუნქციონირებს ასევე სოფლებში“ - განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ია გოგატიშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან როლს ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც ასრულებს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს ქალაქის მასშტაბით არცერთი საგზაო პროცედურა არ შესრულებულა. 2018 წლის 13 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანია ,,ელიტ ტექნოლოჯი“ საგზაო სამუშაოების შესრულებას ივლისის თვიდან დაიწყებს. პროექტის ღირებულება 363 162 ლარს შეადგენს. ,,ვფიქრობთ ურთიერთთანამშრომლობით ეს პროექტი ხარისხიანად განხორციელდება“ - ამბობს კომპანია ელიტ-ტექნოლოჯის ტექნიკური დირექტორი გია ახალკაცი.



ვიდრე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, მანამდე ახალციხის ციხემ, უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რითაც ახალციხეში ტურისტული სეზონი გახსნილად გამოცხადდა.

„ახალციხის ციხეს“ 2018 წელს 152 752 ვიზიტორი ესტუმრა, მათგან 75 314 ვიზიტორი უცხოელია. 75 ქვეყნიდან ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ესტუმრა. ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი – 83 955 ვიზიტორი;
  • 2013 წელი – 132 072 ვიზიტორი
  • 2014 წელი – 117 548 ვიზიტორი
  • 2015 წელი – 118 921 ვიზიტორი
  • 2016 წელი – 137 633 ვიზიტორი
  • 2017 წელი – 141591 ვიზიტორი

| Print |