საზოგადოება
როგორ შევღებოთ წითელი კვერცხი
აღდგომის კვირას წითელ პარასკევს მართლმადიდებლები ტრადიციის მიხედვით კვერცხს ღებავენ.

პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა შეიღებოს კვერცხი ისე, რომ ხასხასა წითელი გამოვიდეს.

ინგრედიენტები:

• ერთი შეკვრა ენდრო (ღებავს დაახლოებით 20 კვერცხს);
• ერთი ჩაის კოვზი მარილი;
• ერთი სუფრის კოვზი ძმარი;
• ხახვის გარე ფურცლები (4-5 თავის);
• წყლით სავსე ჭურჭელი (1,5-2 ლიტრი)

პირველ რიგში უნდა გაირეცხოს კვერცხი, რადგან შეღებვისას ყველამ ერთნაირი ფერი მიიღოს. შემდეგ აიღეთ ერთი შეკვრა ენდრო, კარგად გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ.

მოათავსეთ კვერცხის მოსახარშ ჭურჭელში და დაასხით 1,5-2 ლიტრა წყალი, დაამატეთ 4-5 ხახვის (უმჯობესია იყოს წითელი) გარე ფურცლები. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი სუფრის კოვზი ძმარი. ქვაბი დადგით გაზზე და ადუღეთ დაახლოებით 15–20 წუთი.

შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ, გაციების შემდეგ ჩააწყეთ საშუალოდ 20 კვერცხი ამ ნახარშში და ისევ ადუღეთ 20-25 წუთის მანძილზე.

25 წუთის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ კვერცხები და ჩააწყეთ ცივ წყალში დაახლოებით 10 წუთი, რომ ადვილად გაიფცქვნას.
| Print |