საზოგადოება
მიცვალებულთა ხსენების დღეს, ბორჯომში, ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს
29 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უფასოდ.

ავტობუსები ლიკანის, ახალი უბნის, არდაგნის, ყვიბისისა და ცემისა და კორტანეთის მიმართულებით, უცვლელი განრიგით მოემსახურებიან მგზავრებს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, არდაგანის ავტობუსები ქალაქის ცენტრიდან არდაგანის სასაფლაომდე იმოძრავებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ინიციატივას ა(ა)იპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.
| Print |